KingFisher™ Flex პურიფიკაციის სისტემა
Thermo Scientific™ KingFisher™ Flex პურიფიკაციის სისტემით შესაძლებელია ნიმუშების მომზადება სხვადასხვა ტიპის ბიოლოგიური მასალიდან. სისტემა ხასიათდება მაღალი ეფექტურობით, რაც უზრუნველყოფილია ავტომატიზებული მაგნიტური ბიდების ტექნოლოგიით დნმ/რნმ ექსტრაქციისთვის, ცილების და უჯრედების პურიფიკაციისთვის სხვადასხვა საწყისი მასალიდან. რევოლუციური მაგნიტური ბიდების სეპარაციის ტექნოლოგია უზრუნველყოფს უმაღლეს წარმადობას და ხარისხს.
აღწერა:
24 მაგნიტური სვეტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნიმუშის მოცულობა გაიზარდოს 5 მლ-მდე, რაც შედეგად იძლევა გაზრდილ წარმადობას. შედეგების გაუმჯობესება შესაძლებელია 96 ნიმუშამდე, 96 მაგნიტური სვეტის გამოყენებით.
- სრულად ავტომატური სისტემა ხასიათდება ნუკლეინის მჟავების, ცილების და უჯრედბის პურიფიკაციის მაღალი სისწრაფით;
 - სისტემის მიერ 96 ნიმუშის დამუშავებას მხლოდ 20 წუთი ესაჭიროება;
 - ღია და მოქნილი სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ნებისმიერი მაგნიტური ბიდების გამოყენების პრინციპზე დაფუძნებული კიტი;
 - გამოყენებისას მარტივიThermo Scientific™ BindIt™ კომპიუტერული პროგრამა ინსტრუმენტის კონტროლის, პროტოკოლის შექმნის და მოდიფიცირების საშუალებას იძლევა;
 - ასევე ხელმისაწვდომია მზა პროტოკოლები სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებისთვის.
 
სისტემის გამოყენების რეკომენდებული სფეროები:
- გენომიკა და პროტეომიკა
 - სამიზნის იდენტიფიცირება
 - ვეტერინარული ექსპერიმენტები
 - ბიომარკერების დეტექცია
 - ხარისხის კონტროლი
 - სასამართლო ექსპერტიზა
 

